პროექტი ხორციელდება „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმზიფო უნივერსიტეტის თანადაფინანსებით

პროექტი ხორციელდება „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმზიფო უნივერსიტეტის თანადაფინანსებით 

პროექტის შესახებ

პროექტის შესახებ

პროექტის შესახებ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფმა პროექტის „ელექტრონული ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა ახალგაზრდების ეფექტური და ხელმისაწვდომი განათლებისთვის“ ფარგლებში მიზნად დაისახა ქართველოლოგიური სამეცნიერო ლიტერატურის გაციფრება, შესაბამის პროგრამულ სისტემაში ჩართვა და ამით აღნიშნულ მასალაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა როგორც ქართულ სამეცნიერო სივრცეში, ისე მის ფარგლებს გარეთ: ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, ქართველოლოგიით დაინტერესებული პირებისათვის. შეიქმნა სასწავლო რესურსების ბაზა, რომელიც არის აბსოლუტურად თავისუფალი და მისი მოხმარება შეუძლია ნებისმიერ პირს ინტერნეტით წვდომის მეშვეობით. ამ სივრცის ბენეფიციარებს წარმოადგენენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მყოფი სტუდენტები, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მასწავლებლები და მოსწავლეები, რომელთაც არ აქვთ წვდომა სამეცნიერო სიახლეებზე ჰუმანიტარლ მეცნიერებებში.

მოცემულ ეტაპზე შეიქმნა ქართველოლოგიური სამეცნიერო ანალიტიკური ბაზა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქართულ სამეცნიერო სივრცეში ჰუმანიტარული მასალის სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომობის ხარისხს.

პროექტის მხარდამჭერები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.

მადლობას ვუხდით ქართველოლოგიის მხარდამჭერთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ბატონ ელგუჯა ხინთიბიძეს, გაწეული შრომისა და თანადგომისათვის.