ხინთიბიძე ელგუჯა

ქართველი ფილოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1997). 2012 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. შუა საუკუნეების ფილოსოფიური კვლევების საერთაშორისო საზოგადოების ნამდვილი წევრი. ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს საპატიო წევრი.















ხაჩიძე ლელა

ფილოლოგი, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1979 წელს.

მუშაობდა კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, შემდგომ შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ქრისტიანული კულტურის ისტორიის კათედრის გამგედ.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადისერტაციო თემა - " ეფრემ მცირის ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა", დაიცვა 1995 წელს.















ხარანაული ანა

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილების დასრულების შემდეგ სამეცნიერო საქმიანობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათ აკადემიის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილებაში.
1990 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, 2005 წელს კი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
მუშაობდა გოტინგენის მეცნიერებათა აკადემიაში. 
2008-2010 წლებში იყო თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგიის“ ხელმძღვანელი.
მიღებული აქვს ქართული და საერთაშორისო სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები.
სამეცნიერო ჯილდოები: „ვითიბი“ ბანკის პრემია „პარნასი“ საგანმანათლებლო პროგრამისათვის „ძველი ქართული თარგმანის თეორია და პრაქტიკა“ 2006 წ. (დ. მელიქიშვილთან და ქ. ბეზარაშვილთან ერთად)















ხახანაშვილი ალექსანდრე

ფილოლოგი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა თბილისის გიმნაზია (1884) და მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1889 წლიდან კითხულობდა ლექციებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ლაზარევის აღმოსავლურ ენების ინსტიტუტში, 1900 წლიდან კი - მოსკოვის უნივერსიტეტში. იყო სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოების წევრი. მონაწილეობდა ორიენტალისტთა საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში (ჟენევა 1894; პარიზი 1897). შექმნა ქართული ლიტერატურის პირველი სისტემური კურსი, ნაშრომი "ქართული სიტყვიერების ისტორია" (ტ. 1-4, 1895-1907), რითაც ქართული მწერლობის მონაპოვარი მსოფლიო სარბიელზე გაიტანა. ა. ხახანაშვილის ინიციატივით და მატერიალური დახმარებით მოსკოვში "ქართული მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოება" ჩამოყალიბდა (1911).















ხალვაში რამაზ

ქართველი ფილოლოგი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.