ცაიშვილი სარგის

1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და სწავლა გააგრძელა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომლის დირექტორიც მოგვიანებით გახდა.

ფართოდაა ცნობილი ს. ცაიშვილის შრომები, როგორც ძველი ქართული მწერლობის შესახებ, ასევე რუსთველოლოგიაში, 1964 წლიდან იყო ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის ჯერ თავჯდომარის მოადგილე, შემდეგ მეცნიერ-დირექტორი.

სარგის ცაიშვილის კალამს ეკუთვნის გამოკვლევები და ესეები იაკობ ცურტაველზე, დავით გურამიშვილზე, ვახტანგ VI-ზე, ბესიკ-ზე, იოსებ ტფილელზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე, ილია ჭავჭავაძეზე, ვაჟა-ფშაველაზე, ნიკო ლორთქიფანიძეზე, გალაქტიონ ტაბიძეზე, გერონტი ქიქოძეზე, კონსტანტინე გამსახურდიაზე, სიმონ ჩიქოვანზზე, ლევან გოთუაზე და სხვებზე. მისი მრავალი ნაშრომი თარგმნილია უცხო ენებზე. გამოჩენილი კრიტიკოსისა და მეცნიერის ღვაწლი აღინიშნა 1977 წელს საქართველოს მწერალთა კავშირისა და 1989 წელს კორნელი კეკელიძის პრემიებით.

სარგის ცაიშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ენციკლოპედიის შექმნაში. დააარსა ჟურნალი, „ლიტერატურა და ხელოვნება“, იყო მისი მთავარი რედაქტორი. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის უცხო ენების ინსტიტუტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც 1986 წლიდან გარდაცვალებამდე ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას ხელმძღვანელოდა. ის ასევე იყო სპორცმენ-ალპინისტი, სპორტის ოსტატი და საქართველოს ალპინისტთა ფედერაციის პრეზიდენტი.