ყაუხჩიშვილი თინათინ

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება 1941 წელს.

945-1999წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1999-2006წწ. საქართველოს ეროვნული აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. კითხულობდა ლექციებს ლენინგრადის, იენისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში.

თ. ყაუხჩიშვილის მეცნიერულ ინტერესს იწვევდა: ბერძნული ეპიგრაფიკა, ანტიკური წყაროები საქართველოს შესახებ, ასევე ანტიკური ლიტერატურა. კერძოდ,  ძველი ბერძნული ენა. 120-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის 19 წიგნია. მისი შრომები გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნებში: რუსეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ბულგარეთში.















ყაუხჩიშვილი სიმონ

ქართველი მეცნიერი-ბიზანტინოლოგი, ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1927), პროფესორი (1927), საქართველოსმეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969), საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართული ბიზანტინოლოგიური სკოლის დამაარსებელი. შეადგინა ლათინურ-ქართულ-ლათინური ლექსიკონი.















ყენია რუსუდან

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1946 წელს.

1963 წლიდან არის  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ძველი ქართული ხელოვნების განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი, შემდგომში უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1963 წლეს ასევე გახდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის პედაგოგი, დოცენტი, პროფესორი, თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი.

მის მიერ რესტავრირებულია: დავით აღმაშენებლის პინაკი (მოსკოვი, ისტორიის მუზეუმი, 1953); ჯახუნდერის მაცხოვრის ხატი (ქუთაისის მუზეუმი); ჩუკულის ტრიპტიქონი (ქუთაისის მუზეუმი); ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშის ოთხთავების მოჭედილობა (მესტიის მუზეუმი, 1970); ალავერდის სახარების ყდის მოჭედილობა (ხელნაწერთა ინსტიტუტი, თბილისი, 1972). არის ხელოვნებათმცოდნე, ოქრომჭედლობის რესტავატორი.

საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1961 წელს.















ყიასაშვილი ნიკო

 ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1979). თსუ-ის ინგლისურ ენის კათედრის გამგე (1970-1981), ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგე 1984 წლიდან. საზღვარგარეთის თანამდეროვე ლიტერატურული პროცესების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი 1980 წლიდან, შექსპირის საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრი და მისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრი (1971-იდან).