სირაძე რევაზ

ქართველი ფილოლოგი, 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს.

1962–1966წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასისტენტი; 1968–1978წწ. დოცენტი; 1978 წლიდან პროფესორი; 2008 წლიდან არის წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის "ქართული უნივერსიტეტის" პროფესორი; რუსთაველის ქართული ლიტერატურის რუსთველოლოგიური კვლევის ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. არის ავტორი ნაშრომებისა: "ქართული ესთეტიკური აზრის ისტორიიდან"(1987); "ლიტერატურულ–ესთეტიკური ნარკვევები"(1987); "ქართული აგიოგრაფია"(1987); "სახისმეტყველება"(2000); "კულტურა და სახისმეტყველება"(2008).

სადოქტორო დისერტაციის თემა – "ძველი ქართული ლიტერატურულ–ესთეტიკური აზრის განვითარება"( V-XIII სს.), დაიცვა 1976 წელს.















სარჯველაძე ზურაბ

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1962 წელს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრის გამგე 1997 წლიდან. იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. 

ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი 1973 წლიდან, პროფესორი.

 სადისერტაციო დისერტაციის თემა – "ქართული ენის ისტორიული ფონეტიკისა და გრამატიკის ძირითადი საკითხები".




























სილაგაძე აპოლონ

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1965 წელს.

1981-1985წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1986-1988წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი; 2004-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიტოლოგიის კათედრის გამგე; 2006 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის არაბისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი. 1988-1992წწ. გაზეთ "სახალხო განათლების" (შემდგომში უზენაესი საბჭოს გაზეთი "ერი") მთავარი რედაქტორი; 1992-1998წწ. გაზეთ "სვობოდნაია გრუზიას" მთავარი რედაქტორი; 1998-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, სირიის არაბთა რესპუბლიკაში, ლიბანის რესპუბლიკასა და იორდანიის ჰასიმითურ სამეფოში. 1975 წლიდან არის ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, 1976 წლიდან დოცენტი, 1988 წლიდან ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 1990 წლიდან პროფესორი.