ნიკოლეიშვილი ავთანდილ

დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1971 წელს.

ეწევა სამეცნიერო-სამწერლო მოღვაწეობას.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადისერტაციო თემა –  "ქართული საბჭოთა ლირიკა (60 - იანი წლები)", დაიცვა 1983 წელს.




























ნუცუბიძე შალვა

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1910 წელს. შემდეგ, სწავლა განაგრძო ლაიფციგის უნივერსიტეტში, სადაც 1915 წელს მიენიჭა  ფილოსოფიის დოქტორის წოდება.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, უნივერსიტეტში ატარებდა სემინარებს, რითაც ხელს უწყობდა ქართული ფილოსოფიური სკოლის ჩამოყალიბებას. 1916-1918წწ. პეტერბურგის უნივერსიტეტის ლექტორია. 1918 წელს იყო თსუ ერთ-ერთი დამაარსებელი, იყო მისი პრორექტორი (1920-1929), უნივერსიტეტის ფუნდამენტალური ბიბლიოთკის დირექტორი, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. 1925-1926წწ. იყო ლაიპციგის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. ოცდაათიანი წლების მეორე ნახევრიდან ინტენსიურად იკვლევდა ქართული ფილოსოფიური აზროვნების ისტორიას და მასთან დაკავშირებულ "აღმოსავლური რენესანსის" საკითხებს. მისი მეცნიერული გამოკვლევების საფუძველზე ქართველოლოგიის ეს დარგი დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბდა. დიდი წვლილი შეიტანა ფსევდოდიონისე არეოპაგელისა და ცნობილი ქართველი მოღვაწის პეტრე იბერის იდენტობის საკითხის კვლევაში. ქართული ფილოსოფიის, ლიტერატურის სოციალური კულტურის, ისტორიის გარემოს საკითხების კვლევას ორმოცზე მეტი გამოკვლევა უძღვნა.