მელიქიშვილი ირინე

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება 1965 წელს.

1965-1968წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების უფროსი ლაბორანტი, 1968-1986წწ. უმცროსი და უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1995-2005წწ. სულხან საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართულ ენათა კვლევის ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი; 1986-2006წწ. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ზოგადი ფონეტიკისა და აღმოსავლურ ენათა ტიპოლოგიის განყოფილების წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; 2006 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია; 2000 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერებისა და ფონეტიკის ინსტიტუტის პროფესორი, 2005-2006წწ. კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი; 2006 წლიდან ამავე ინსტიტუტის სრული პროფესორი. არის ავტორი 65 სტატიისა და 2 მონოგრაფიის: "მარკირების მიმართება ფონოლოგიაში"(თბილისი, 1976); "ძირის სტრუქტურათა ტიპოლოგია და საერთო–ქართველური ძირი"(თბილისი, 2009).

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მარკირების მიმართება ფონოლოგიაში", დაიცვა 1972 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "საერთო ქართველური ძირი სტრუქტურული და ტიპოლოგიური თვალსაზრისით", დაიცვა 1997 წელს.















მარი ნიკო

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი 1890 წელს.

1891 წლიდან იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ–დოცენტი; 1894-1896წწ. მუშაობდა სტრასბურგის უნივერსიტეტის, ვატიკანისა და რომის ბიბლიოთეკებში; 1913 წლიდან იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის დეკანი; 1924-1930წწ. ლენინგრადის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი; ქართული ხელნაწერების შესასწავლად მუშაობდა სტრასბურგში, ვატიკანში, რომში; მონაწილეობდა ათონის მთაზე ნ.კონდაკოვის ექსპედიციაში. 1902 წელს ივ. ჯავახიშვილთან ერთად იყო ექსპედიციაში სინას მთაზე; დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული და სომხური ენათმეცნიერების კვლევაში; გამოაქვეყნა – "ძველი ქართული ენის გრამატიკის ძირითადი ტაბულები", "ჭანურის გრამატიკა", "ძველი ქართული სალიტერატურო ენა"; რიგი საინტერესო წერილებისა სვანური და აფხაზური ენების შესახებ, სომხურის, როგორც ნარევი ენის შესახებ; გამოკვლევები უძღვნა კლასიკური საერო მწერლობის ძეგლებს; პირველმა გამოსცა გამოკვლევითა და კომენტარებით "აბდულმესია" და "თამარიანი"; საფუძველი ჩაუყარა რუსთველოლოგიას, როგორც სამეცნიერო დისციპლინას; მან გაშიფრა ი. ორბელის მიერ აღმოჩენილი ურარტუს მეფის სარდური II–ის(ძვ.წ 760–730) ცნობილი სოლისებური წარწერა.