ლორთქიფანიძე მარიამ

დაამთავრაივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1943 წელს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად, 1956 წლიდან უფროს მეცნიერ–თანამშრომლად, 1966 წლიდან წამყვან მეცნიერ–თანამშრომლად, 1972–78 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადისერტაციო თემა–"ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება", დაიცვა 1963 წელს.















ლადარია ნოდარ

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1981 წელს; 1991 წელს თბილისის სასულიერო აკადემია. 1994 წლიდან რომის აღმოსავლური ინსტიტუტის ლიცენციატი.

შესრულებული აქვს თარგმანები "კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმო"(ქართულად, 1997),  ეგნ. ლოიოლა "ავტობიოგრაფია"(რუსულად, 1993), დავით აღმაშენებელი "გალობანი სინანულისანი"(იტალიურად, 1996), გიორგი მერჩულე "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება"(იტალიურად) და სხვ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა -"დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი. ისტორიულ-ლიტურგიული ანალიზი", დაიცვა 1996 წელს(რომი).