თოფურია ვარლამ

ქართველი ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1946). სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თსუ-სა (1936-1966) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (1936-1966, ჯერ ლექსიკოლოგიის, შემდეგ ქართველურ ენათა განყოფილების გამგე; 1941-1943 წლებში — ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1943-1949 წლებში — დირექტორი). 1945 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა მისი ინიციატივით დაარსებულ ახალი ქართული ენის კათედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.




























თვალთვაძე დარეჯან

1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ("ეფრემ მცირე - ბიზანტიური საეკლესიო მწერლობის კომენტატორი") და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნი­ერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. იგი არის 1 მონოგრაფიის,  5 სახელმძღვანელოსა და 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორად.

 















თვარაძე რევაზ

დაამთავრა თბილისის სახ. უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს.

მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი.

1966-67 წლებში მუშაობდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების რედაქციის გამგედ, 1967-68 წლებში - გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" რედაქტორად, მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორად (1973-75), ჟურნალ "ცისკრის" პასუხისმგებელი მდივანად, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების გამგედ და სხვ. 1968 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია.  ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1952 წლიდან.  თარგმნილი აქვს  მ. ლერმონტოვის, ა. ბლოკის, ა. ისააკიანის თხზულებანი, უილიამ ფოლკნერის რომანები: "სოფელი", "ქალაქი" და სხვ. 















თოფჩიშვილი როლანდ

ქართველი ეთნოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი