ეკიზაშვილი გიორგი

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1964 წელს.

არის ფრანგული ლიტერატურის სპეციალისტი, პედაგოგი, მრავალი თარგმანის ავტორი. უნივერსიტეტის დამთავრებიდან დღემდე მუშაობს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტთან არსებულ საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრაზე პედაგოგად. თსუ-ს პროფესორი. ნათარგმნი აქვს მოლიერის, გი დე მოპასანის, ჟან პოლ სარტრის, შარლ ბოდლერის, ფრანსუაზა საგანის, ალენ რობ გრიეს, ალბერ კამიუს, მორის მეტერლინკის, პიერ პეჟუს, მიშელ უელბეკის, ანდრე მორუას, არტურ რემბოს, გიიომ აპოლინერის, ნატალი საროტის, სამუელ ბეკეტის და სხვათა ნაწარმოებები. გამოქვეყნებული აქვს ლექსების ორი კრებული: "ტრამალები"(2002) და "ბილიკები"(2006); ნოველების ორი კრებული ფრანგულ ენაზე: "თოვლი" და "კითხვა"(2003).















ელბაქიძე მაკა

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,(მიმართულება - ქართული ფილოლოგია 1987 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა რუსთველოლოგიის სპეციალობით 1990 წელს.

1990-1994წწ. უმცროსი, 1994-2006 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობების ლაბორატორიაში; 2000-2003წწ. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა; 2006 წელს სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა კემბრიჯის უნივერსიტეტში, მარიამ მაგდალინელის კოლეჯში(შუასაუკუნეებისა და რენესანსული ლიტერატურის განყოფილება); 2005-2008წწ. ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების დარგობრივი კოლეგიის თავმჯდომარე და საუნივერსიტეტო საგამომცემლო კოლეგიის წევრი; 2008 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი ფილოლოგიის) სექციის სადისერტაციო კომისიის, კომპარატივისტული ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციისა(ICLA) და ასევე კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის(GCLA) გამგეობის წევრი; აქტიურად მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციაში. ავტორია 40-ზე მეტი გამოქვეყნებული ნაშრომისა და მონოგრაფიის. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: რუსთველოლოგია, ქართული ლიტერატურა, კომპარატივისტული ლიტერატურა და ა.შ. 2006 წლიდან ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალ "ლიტერატურული ძიებანის" მთავარი რედაქტორი, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.