გორდეზიანი რისმაგ

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს.

1967-1976წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი; 1976-2006წწ. კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი; 1982-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1989-2006წწ. კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე; 1993-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. არის 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 24 წიგნის ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ილიადის" ხომალდთა კატალოგი"-ისტორიულ-ფილოლოგიური ანალიზი“, დაიცვა 1966 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰომეროსის ეპოსის ფორმირებისა და ერთიანობის პრობლემა", დაიცვა 1974 წელს. 















გაფრინდაშვილი ნანა

 სწავლობდა ბელორუსიის სახელწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ("ქართულ-ბელორუსული ლიტერატურული ურთიერთობები XX საუკუნის 60-80-იან წლებში) და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნი­ერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 1993 წელს  _ სადოქტორო დისერტაცია ("უცხოეროვნული ლიტერატურისა და სამყაროს აღქმის თავისებურებანი _ ისტორიულ-შედარებითი კვლევა") და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2000 წელს ნანა გაფრინდაშვილს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური  წოდება.  იგი არის 1 მონოგრაფიის,  5 სახელმძღვანელოსა და 80-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორად.















გამსახურდია ზვიად

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით 1962 წელს.

წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს — მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.  ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ). დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა 1956 და 1977-1979 წლებში. გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილის სისხლიანი დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი. საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1991-1992 წლებში. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირისბოდლერისგოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.















გაწერელია აკაკი

 ქართველი მწერალი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

1932 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1934 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო გამომცმელობებში, შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, თეატრალურ ინსტიტუტსა და თსუ-ში, აგრეთვე ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედინსტიტუტში, სადაც 1957 წლიდან ხელმძღვანელობდა საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის კათედრას. ლიტერატურულ სარბიელზე გამოვიდა 1927 წლიდან. ავტორია მონოგრაფიებისა: ნიკოლოზ ბარათაშვილი (1945წ.), გრიგოლ ორბელიანი (1957წ.), ვაჟა-ფშაველა (1961წ.); აქვს გამოკვლევები ქართული ლექსთწყობის საკითხებზე, ფუნდამენტური ნაშრომი ქართული კლასიკური ლექსი (1953 წ.), მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ტექსტოლოგიაში, გამოსცა პ. იოსელიანის „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ (1936 წ.), ეკუთვნის მოთხრობები და ნოველები: „ჩირიურთი“, „იმამი ლოჟაში“ (1942 წ.), „ბოსკოს შეგირდი“ (1942 წ.), „სიკვდილი ბარათაშვილისა“ (1945 წ.), 1960წელს გამოაქვეყნა ნოველები, 1972 წელს მოთხრობა „შამილი და მისი ნაამბობი“.

1965 წლს მიენიჭა საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.















გვახარია ალექსანდრე

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1952 წელს.

1987 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანული ფილოლოგიის კათედრის გამგე. იკვლევდა სპარსული ლიტერატურის ისტორიას და ქართულ–სპარსული ლიტერატურის ურთიერთობათა საკითხებს. თანამშრომლობდა "ვეფხისტყაოსნის" აკადემიური ტექსტის დამდგენ კომისიაში. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1970).