ბაქრაძე აკაკი

1948 წელს დაამთავრა ოზურგეთის საშუალო სკოლა. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ის ისტორიის ფაკულტეტი.

მუშაობდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაზეთ "კიროველში" ლიტმუშაკად (1953-1954), იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო - სარედაქციო კოლეგიის მთავარი რედაქტორი (1955-1968), გამომცემლობა "განათლების" მთავარი რედაქტორის მოადგილე (1969-1970), მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერმუშაკი (1970-1973), რუსთაველის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმზღვანელი (1973-1980), მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (1988-1989), რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი (1989-1991), 1995 წლიდან გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.




























ბერაძე პანტელეიმონ

ქართველი ფილოლოგი, ანტიკური ლიტერატურის მკვლევარი, მთარგმნელი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.















ბრეგვაძე ბაჩანა

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს.

1961-66წწ. მუშაობდა კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე ლაბორანტად; 1966-72წწ. ქართულ ენციკლოპედიაში უფროს მეცნიერ - რედაქტორად; 1973-1994წწ. საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის მხატვრული თარგმანისა და "რუსთაველის ბიბლიოთეკის" რედაქციის გამგე; 1994-1997წწ. არის საგამომცემლო ცენტრ "ხომლის" ქვესაწარმო "მთარგმნელის" სამხატვრო საბჭოს წევრი, 1997-2000წწ. ამავე საბჭოს თავმჯდომარე; 1999 წლიდან ფილოსოფიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი;  2001-2006წწ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილების წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. ავტორია წიგნებისა: "ანტიკური ცივილიზაციის გვირგვინი", "ბლეზ პასკალი", "მარკუს ავრელიუსი", "მიქელანჯელოს პოეზია", "სოკრატე", "ფსევდო- ლონგინე", "არისტოტელეს პოეტიკა", "ნიკოლო მაკიაველი". "დანტეს ახალი ცხოვრება" (თ. ჩხენკელთან ერთად). მისი მთავარი თარგმნებია: "ახალი აღთქმა", ბ. პასკალის "აზრები", მ. ავრელიუსის "ფიქრები", სერვანტესიის "დონ - კიხოტი", ჰ. იბსენის "დრამები", პ. ვალერის "სულის კრიზისი", ნ. მაკიაველის "მთავარი", ა. შტეკელის "შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია", ნეტარი ავგუსტინის "აღსარებანი", "იტალიური ზღაპრები", ევრიპიდეს "მედეა", ლ. პირანდელოს "ჰენრიხ IV", ა. ბერგსონის "ცნობიერების უშუალო მონაცემები", ს. ვივეკანანდას "ჯნანა იოგა", ა. ეგზიუპერის "პატარა უფლისწული", ჯ. ლეოპარდის "დიალოგები", პლატონის "ადრეული დიალოგები", "ფედონი", "ნადიმი", "იონი", "დიდი პიპია", "მენონი", წმინდა ოთხთავი - "ოთხი სახარება" (მინიატურული გამოცემა), შ. დელის "ბიზანტიის იმპერიის ისტორია", ა. შოპენჰაუერის "ცხოვრებისეული სიბრძნის აფორიზმები", ორტეგა ი გასეტის "მასების ამბოხი", "ხელოვნების დეჰუმანიზაცია" და სხვა.

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბლეზ პასკალი", დაიცვა 1994 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "პლატონის ნატურფილოსოფია", დაიცვა 1996 წელს.