ამირხანაშვილი ივანე

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1981 წელს.

1983 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ლაბორანტად, მეცნიერ თანამშრომელად, უფროს მეცნიერ თანამშრომელად. ამჟამად არის ამ ინსტიტუტის რუსთველოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. 1987-2007 წლებში იყო გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" კრიტიკის განყოფილების გამგე. 1998-1999წწ.  მუშაობდა კულტურის ინსტიტუტში;  2001-2005წწ. - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1994-1995წწ. - ამავე უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში. 1998 წელს იყო "ახალი ქართული გაზეთის" განყოფილების გამგე. 2000-2006წწ. - ჟურნალ "ცისკრის" პროზის განყოფილების რედაქტორია. ამჟამად არის ჟურნალ "ჩვენი მწერლობის" პროზის რედაქტორი. პირველი კრიტიკულ-ლიტერატურული სტატია გამოაქვეყნა 1981 წელს ალმანახ "პირველ სხივში". ავტორია ოცამდე სამეცნიერო და 500-მდე ლიტერატურული სტატიისა, რომლებიც გამოქვეყნებული აქვს გაზეთებში "ლიტერატურული საქართველო", "ახალი ქართული გაზეთი", "ქომაგი", "ჩვენი მწერლობა" და სხვა, ჟურნალებში "მნათობი", "მაცნე", "ცისკარი", "ომეგა", "საგურამო", "ლიტერატურული პალიტრა", "ლიტერატურა და სხვა", "კრიტიკა", "სჯანი", "ლიტერატურული ძიებანი".

სადისერტაციო თემა - "დავით გურამიშვილის პოეტური აზროვნების თავისებურებანი (სიმბოლო და ალეგორია)", დაიცვა 1991 წელს.




























აფრიდონიძე შუქია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1963 წელს.

არის ლინგვისტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის განყოფილების გამგე.

წლების მანძილზე ეწევა სამეცნიერო მუშაობას. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო თემაა: "სიტყვათგანლაგება ახალ ქართულში" (X1X-XXსს-ის პროზაული მასალის მიხედვით), დაიცვა 1972 წელს.















აბაშიძე კიტა

ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.